პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 12 თებერვალს ქ. თბილისში.
განათლება
1995 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 51 საშუალო სკოლა.
2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2001 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა სამოსამართლო სწავლების ცენტრში.
2003 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
1998-2000 წლებში მუშაობდა იურიდიულ და აუდიტურ კომპანია "вк"-ში, ადვოკატურის განყოფილებაში თანაშემწედ.
სხვადასხვა დროს, ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა სხვადასხვა პროფილის კერძო სტრუქტურებში იურისტად.
2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე.
2002-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.