ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ ღვამიჩავა

თამარ ღვამიჩავა

თამარ ღვამიჩავა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 16 ივნისს ქ. გორში

განათლება

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიღებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი

2008-2009 წლებში მონაწილეობდა სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარში, ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში

2010-2011 წლებში სწავლობდა PHD დოქტორანტურის საფეხურზე Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, რუსეს უნივერსიტეტში

2011 წელს გაიარა სწავლების მეთოდიკის მასტერკლასი — ამერიკული სამართლის გაცნობა სტუდენტებისთვის

2013-2015 წლებში გაიარა თანამედროვე სწავლების მეთოდების, კაზუსების ამოხსნის მეთოდების, ადმინისტრაციულ სამართალში კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდის კურსები

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი

სამუშაო გამოცდილება

2002 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის ლაბორანტი, 2003 წლიდან - ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრის ლაბორანტი

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის იურიდიულ ინსტიტუტში

2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი

2020 წლის ივლისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი