პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1962 წლის 13 ივლისს ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარში.
განათლება
1979 წელს დაამთავრა ოზურგეთის რაიონის სოფელ ვაკიჯვარის საშუალო სკოლა.
1980 წელს დაამთავრა ლიხაურის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.
1987 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
დამატებითი ინფორმაცია
1987-1990 წლებში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისტ-კონსულტად.
1991-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატად.
1999-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2009 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2009-2010 წლებში იყო წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2010-2012 წლებში იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.