ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ ოქროპირიძე

თამარ ოქროპირიძე

თამარ ოქროპირიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 28 სექტემბერს ქ. ცხინვალში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ დისევის საშუალო სკოლა.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2015 წლის თებერვლიდან აგვისტომდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2015-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2021 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.