ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ ონიანი

თამარ ონიანი

თამარ ონიანი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 20 აპრილს ლენტეხში

განათლება

2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით

2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე

2005 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად

2006-2007 წლებში მუშაობდა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის კონსულტანტად

2007 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე მუშაობდა "პროკრედიტ ბანკში" იურისტ-ადმინისტრატორად

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსამართლის რეფერენტად

2010 წლის აგვისტოში მოსამართლედ დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში

2010-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

2018 წლის მარტში მოსამართლეთა კონფერეციის მიერ არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად

2018 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა“ ასოციაციის გამგეობის წევრი