პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 2 თებერვალს ქ. ხაშურში.
განათლება
1998 წელს დაამთავრა ხაშურის პირველი გიმნაზია.
2003 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორანტურა.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2001-2003 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი.
2003-2005 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი.
2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი.
2007-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2015-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე.
2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.