ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ მეშველიანი

თამარ მეშველიანი

თამარ მეშველიანი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 8 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა თბილისის სკოლა-ლიცეუმი ,,ანი’’.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2005-2008 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2008-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2015 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის მარტიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.