პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1991 წლის 1 აგვისტოს ქ. თბილისში
განათლება
2008 წელს დაამთავრა ქ. თბილისის №64 საჯარო სკოლა
2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა
2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა
2021 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა
2014-2020 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში
2015-2022 წლებში გავლილი აქვს სხვადასხვა ტრენინგები საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში
2016 წელს ვიადრინა ფრანკფურტის ევროპის უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი - ,,ევროპული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“
2017 წელს ტუბინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღო ვორკშოფში ,,გერმანულ-ქართულ-სომხური სადოქტორო ვორკშოფი“
2017 წელს ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი - ,,ლტოლვილები და მიგრანტები საერთაშორისო სამართალში“
2019 წელს ლუნდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სამართლის კურსი ,,მრავალდონიანი მმართველობის პერსპექტივები, დეცენტრალიზაცია და ადამიანის უფლებები“
ჩაბარებული აქვს ადვოკატის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები
არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თანაავტორი
სამუშაო გამოცდილება
2015-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი
2017 წლიდან არის მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-2020 წლებში იყო მოწვეული ლექტორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში
2018-2022 წლებში იყო მოწვეული ლექტორი ალტე უნივერსიტეტში
2022 წლიდან არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
2024 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე