პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 10 მაისს ქ. თბილისში.
განათლება
1990 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N 10 საშუალო სკოლა(ექსპერიმენტული კლასი).
1990 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N 23 საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელი.
1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წელს გაიარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სპეციალიზაციით.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში.
2010-2015 წლებში გაიარა სემინარი ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლისა და სასამართლოს შესახებ-ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში.
2010-2016 წლებში გავლილი აქვს მრავალი სემინარი და ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სხვა სამართლებრივ თემატიკაზე, ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს.
2015 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1988-1990 წლებში მუშაობდა თბილისის N 23 საშუალო პროფტექნიკურ სასწავლებელში.
1996-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, დიდუბის რაიონის ადვოკატურის ადვოკატი.
2005 წელს იყო "დიდუბის ადვოკატთა გაერთიანების" ადვოკატი.
2006 წლიდან იყო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2005-2009 წლებში მუშაობდა ადვოკატად.
2009-2016 წლებში მუშაობდა სპს "დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიუროში" ადვოკატად.
2008-2012 წლებში თანამშრომლობდა საადვოკატო კომპანიასთან ,,თინათინ ნაკაშიძე და პარტნიორები” და საადვოკატო კომპანიასთან "GLCG".
2008-2009 წლებში იყო საქართველოს ანტიკრიზისულ საბჭოსთან არსებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მომუშავე ადვოკატთა(იურისტთა) ჯგუფის წევრი(ხელმძღვანელი).
2014 წელს იყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) სისხლის სამართლის სამუშაო ჯგუფის წევრი.
2016 წლის ოქტომბრიდან არის მიწვეული მასწავლებელი საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.
2017 წლის მაისიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.