პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 26 იანვარს თბილისში
განათლება
1992 წელს დაამთავრა თბილისის N 147 საჯარო სკოლა
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით
2001 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კომერციული ბანკების მიერ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების სამართლებრივი პრობლემები“და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი
მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის, გავლილი აქვს ჰოსპიტაცია დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (გერმანია)
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი
გახლავთ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალის „მართლმსაჯულება და კანონი“ სარედაქციო საბჭოს წევრი
მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და დაცულია ხუთი სადოქტორო დისერტაცია
სამუშაო გამოცდილება
1998 წელს იყო სს „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
1998-2003 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი
2003-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი
2005 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2008 წლიდან დღემდე არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი
2007-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე
2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე