პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 30 ნოემბერს ქ. ზესტაფონში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველი სვირის საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
სამუშაო გამოცდილება
1999-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.
1999-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე: მოსამართლის თანაშემწედ, მოსამართლის აპარატის უფროსად, სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად, სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროს მრჩევლად.
2009-2010 წლებში იყო ბაღდათის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2010-2012 წლებში იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველე უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2012-2013 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.