პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 8 ივლისს ქ. თბილისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა თბილისის N51 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2009 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კადრების განყოფილების სტაჟიორად.
2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი განყოფილების სტაჟიორად.
2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების სამმართველოს ანალიტიკური განყოფილების სტაჟიორის, ხოლო შემდეგ პროკურორის თანამდებობაზე.
2003-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციალური სამსახურის პროკურორის თანამდებობაზე.
2006 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის აღმასრულებელი დირექტორი.