ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თათია გოგოლაური

თათია გოგოლაური

თათია გოგოლაური

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 19 მარტს ქ. თბილისში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა ქ. კასპის N 1 საერო გიმნაზია.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2016-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2004-2005 წლებში გაიარა სასწავლო საწარმოო პრაქტიკა თბილისის საოლქო სასამართლოში.

2006-2010 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომის მდივანი.

2010-2018 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2018 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.