პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 25 მაისს დუშეთში
განათლება
1991-1999 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, სტატია) ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 სადოქტორო დისერტაცია და ათეულობით სამაგისტრო ნაშრომი
1999 წელს მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი(2005 წლიდან – სამართლის აკადემიური დოქტორი)
სამუშაო გამოცდილება
1997-1999 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის მასწავლებელი
1998-2005 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგის მოადგილე
2001-2003 წლებში იყო მოსამართლეთა სასწავლო ცენტრის ლექტორი
2001-2003 და 2014 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის წევრი
2001-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი
2003-2007 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვეული სპეციალისტი
2006-2008 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს(სენატის) წევრი
2004-2006 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს წევრი
2005 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
2005-2008 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, სამოქალაქო საპროცესო სამართლის საპროფესოროს(კათედრის) ხელმძღვანელი
2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი ლონდონის საინვესტიციო დავების განმხილველ ცენტრში
2006-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტი სტოკჰოლმისა და მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოებში
2007 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი
2008 წლიდან არის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, მოწვეული პროფესორი
2009-2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის არბიტრი
2010 წლიდან არის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი
2012 წლიდან არის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი
2012 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი, კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
2012 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი
2012-2014 წლებში იყო სხვადასხვა კომპანიის გადახდისუუნარობის საქმეებზე მომრიგებელი საბჭოს სასამართლოს მიერ დანიშნული წევრი
2013-2014 წლებში იყო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი
2013 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი
2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი
1999-2014 წლებში იყო სხვადასხვა კომპანიის კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში
2014 წლიდან არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული პედაგოგი
2014 წლიდან არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2014 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
2015-2017 წლებში იყო საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე
2019 წლის აპრილიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი
2020 წლის სექტემბრიდან არის სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე
2024 წლის 18 ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე