პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 14 ივლისს ქ. თბილისში
განათლება
1999 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N163 საშუალო სკოლა
2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2006-2023 წლებში პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების არაერთი კურსი, მათ შორის სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, ფსიქოლოგიასა და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკაში - მიენიჭა სპეციალიზირებული პროკურორის სტატუსი
2011 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე, იუსტიციისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით სასწავლებლად იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთში, ინგლისში, ქ. კემბრიჯში, რეგენტის ინგლისური ენის შემსწავლელ სკოლაში
2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში
სამუშაო გამოცდილება
2006 წელს იყო სტაჟიორი საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შემდეგ ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში
2000-2010 წლებში მუშაობდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ
2011-2014 წლებში მუშაობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილედ
2014-2017 წლებში მუშაობდა ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილედ
2017-2023 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე
2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი