ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზურაბ ბალავაძე

ზურაბ ბალავაძე

ზურაბ ბალავაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 17 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება

2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 62 საშუალო სკოლა.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2008 წელს საქართველოს უნივერსიტეტში გაიარა ადამიანური რესურსების მართვის კურსი.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.

2011 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში დაცვის ინსპექტორად.

2003-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტად.

2005 წლის მაისიდან ნოემბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში კანცელარიის სპეციალისტად.

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.

2007 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2009 წლის მარტიდან დეკემბრამდე მუშაობდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2009-2011 წლებშ მუშაობდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2011 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტად და დაკისრებული ჰქონდა ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შესრულება 2011 წლის მარტამდე.

2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილების სხდომის მდივნად.

2013 წლის ივლისიდან ნოემბრამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.

2013 წლის ნოემბრიდან მარტამდე მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის თანამდებობაზე.

2014-2015 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსის თანამდებობაზე.

2016 წლის იანვრიდან არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.