ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზვიად შარაძე

ზვიად შარაძე

ზვიად შარაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1985 წლის 19 მაისს ქ. ოზურგეთში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა ოზურგეთის ვასილ კვაჭანტირაძის სახელობის საჯარო სკოლა.

2006 წელს დააამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2015-2016 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2007-2011 წლებში მუშაობდა შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში იურისტად.

2011-2013 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2015 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორად.

2016-2019 წლებში იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.