ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზვიად ესებუა

ზვიად ესებუა

ზვიად ესებუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1968 წლის 9 ოქტომბერს ქ. სოხუმში.

განათლება

1985 წელს დაამთავრა ბაბუშერის საშუალო სკოლა.

1990 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1990 წელს მუშაობდა იურისტად აღმასკომში.

1991-1993 წლებში იყო აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროში სასამართლო ორგანოების განყოფილების კონსულტანტი, უფროსი კონსულტანტი, წამყვანი სპეციალისტი.

1993-1998 წლებში იყო სოხუმის სასამართლოს მოსამართლე.

1995-1999 წლებში იყო სოხუმის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე.

1993-1997 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოში.

1998-1999 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში.

1999 წელს დაეკისრა გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2003 წელს დაინიშნა გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2005 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. ამავდროულად, 2007 წლის თებერვლამდე ასრულებდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

2007-2015 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში.

2009-2015 წლებში მივლინების საფუძველზე თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში.

2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.