პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1990 წლის 21 აპრილს ქ. თბილისში
განათლება
2007 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N89 საჯარო სკოლა
2011 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურა
2011-2023 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი; ინტელექტუალური საკუთრების სამართლის აქტუალური საკითხები; მართლმსაჯულების სკოლა;
2018 წელს გაიარა ტრენინგი - საერთაშორისო შრომითი სტანდარტები და საქართველოს შრომითი კოდექსი
2019 წელს გაიარა ტრენინგი - საკორპორაციო სამართალი
2022 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში
სამუშაო გამოცდილება
2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი
2017-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე
2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით