პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1977 წლის 4 ივლისს ქ. ნიჟნი-ნოვგოროდში.
განათლება
1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 79საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის აკადემიური ხარისხით.
2007-2009 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2002-2006 წლებში მუშაობდა შპს ''მირანდა 2000''-ში იურისტად.
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2009-2010 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2010 წლის ნოემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.