პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 24 ივნისს ქ. ქუთაისში.
განათლება
1989 დაამთავრა თერჯოლის N 1 საშუალო სკოლა
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
სხვადასხვა დროს მუშაობდა სს. ,,ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის“, შპს. ,,შოთა და კომპანიის“, შპს. ,,ჯე-ისის“ იურისტად, ასევე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.
კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალში იურიდიულ ფაკულტეტზე სანივთო და საკორპორაციო სამართალში.
1995-1999 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონის გამგებლის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში.
1999-2001 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თერჯოლის რაიონულ სასამართლოში.
2001-2002 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე ფოთის საქალაქო სასამართლოში.
2002-2006 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
2006-2010 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.