ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ ხუჭუა, სასამართლოს თავმჯდომარე

ვლადიმერ ხუჭუა, სასამართლოს თავმჯდომარე

ვლადიმერ ხუჭუა, სასამართლოს თავმჯდომარე

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 7 ნოემბერს ქ. ქობულეთში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის N3 საშუალო სკოლა;

1996 წელს გაიარა TACIS-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯის კონსტიტუციური სამართლისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სასწავლო კურსი.

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი “იბერიას” იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის სპეციალობით.

2001 წელს ჩააბარა კონტროლის პალატის მოხელეთა სარევიზიო საქმიანობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2005 წელს გაიარა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს "იტალიის ანტიკორუფციული პროგრამა".

2004-2010 წლებში მონაწილეობდა პროკურატურის რეფორმის პროექტში (აშშ იუსტიციის დეპარტამენტის, ევროპის საბჭოსა და ბრიტანეთის საბჭოს პროგრამები).

2007 წელს მონაწილეობდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტში - "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის მართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში" (აშშ).

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2012 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასწავლო კურსი საფრანგეთში.

2015 წელს გაიარა მოსამართლის სპეციალური მომზადება - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

2017 წელს მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის პროექტში "ღია სამყარო"(აშშ).

2020 წელს გაიარა მოსამართლის სპეციალური მომზადება - ბავშვის უფლებათა დაცვის სფერო.

2023 წელს გაიარა USAID-ის სასწავლო კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამუშაო გამოცდილება

1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

1998-2002 წლებში ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას.

2002-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს იურისტის თანამდებობაზე და იურიდიული სამსახურის მთავარი იურისტის თანამდებობაზე.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული წარმოების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შსს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2010 წელს მიიღო იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2012 წლის მაისიდან ივნისამდე იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული ჰქონდა თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

2012 წლის ნოემბრიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად დაკისრებული აქვს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2012-2021 წლებში იყო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2010 წელს მიენიჭა იუსტიციის მრჩევლის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2006 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში.