ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კაკაბაძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ვლადიმერ კაკაბაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში

განათლება

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით

საქართველოში და საზღვარგარეთ გავლილი აქვს არაერთი სემინარი და ტრენინგი, როგორც სამოქალაქო ისე საერთაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით

2018 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება

1997-1998 წლებში მუშაობდა იურიდიული კომპანია „რჩეულიშვილი და კომპანიის" ადვოკატის თანაშემწედ

1998-1999 წლებში მუშაობდა „საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" იურისტად

1998-2006 წლებში იყო რეგისტრირებული კავშირის „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის“ ადვოკატი

2000 წელს მუშაობდა წამების საწინააღმდეგო საქართველოს კომიტეტში იურიდიული კომიტეტის უფროსის თანამდებობაზე

2006 წელს იყო "საერთაშორისო ამინისტიის თბილისის საინიციატივო ჯგუფის" წევრი

2006 წელს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტი

2006-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე

2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ განწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე