ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვიქტორ მეტრეველი

ვიქტორ მეტრეველი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1986 წლის 1 თებერვალს ქ. თბილისში

განათლება

2003 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N 17 საშუალო სკოლა

2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი

2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის მაგისტრატურა

2009-2010 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2009-2010 წლებში იყო სტაჟიორი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში

2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის კანცელარიის (განყოფილების) სპეციალისტი

2011-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის სხდომის მდივანი

2014-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწე (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

2022-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის მწერალი თანაშემწე (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი)

2023 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე