პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1966 წლის 30 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ ძიროვანში.
განათლება
1983 წელს დაამთავრა ტყიბულის რაიონის სოფელ საწირის საშუალო სკოლა.
1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1987-1992 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის დამზადების გაერთიანების იურისკონსულტად.
1993-1999 წლებში მუშაობდა ვანის რაიონის სახალხო სასამართლოს აღმასრულებლად.
1999-2009 წლებში იყო ვანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2003-2008 წლებში იყო ვანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2009-2012 წლებში იყო ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009-2010 წლებში მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2012-2021 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.