პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1967 წლის 13 იანვარს ქ. თბილისში.
განათლება
1984 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის N 2 საშუალო სკოლა.
1987-1992 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ იურიდიულ, შემდეგ კი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია.
სამუშაო გამოცდილება
1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1993-1994 წლებში მუშაობდა მთაწმინდისა და გლდანის რაიონის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე.
1994-1999 წლებში მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად.
1999-2005 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2005-2007 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2007-2009 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
2009-2016 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი.
2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
2023 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.