ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვერიკო ზათიაშვილი

ვერიკო ზათიაშვილი

ვერიკო ზათიაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 26 ივლისს ქ. რუსთავში.

განათლება

1998 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფ. ფშავლის საშუალო სკოლა.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში გაიარა სამოქალაქო სამართლის ერთწლიანი კურსი.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2003-2005 წლებში იყო ადვოკატის სტაჟიორი, ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციაში "კონსტიტუციის 42–ე მუხლი".

2005-2007 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

2007-2008 წლებში იყო სსიპ საჯარო რეესტრიეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების იურისტი, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი.

2008-2013 წლებში იყო იურიდიული სამსახურის იურისტი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

2013-2015 წლებშ იყო სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2015-2019 წლებში იყო სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2020 წლის დეკემბრიდან არის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.