პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს ქ. ქუთაისში.
განათლება
1987 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 25 საშუალო სკოლა ვერცხლის მედალზე.
1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2017 წლიდან ჩარიცხულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.
სამუშაო გამოცდილება
1994-1998 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორად.
1998-2001 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ.
2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2006-2009 წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2009 წელს დანიშნული იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2009-2012 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.