პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 1 აგვისტოს ქ.თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N 1 ექსპერიმენტული სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ამერიკული სამართლის ორწლიანი სწავლების კურსი.
2003 წელს დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა შეფასებით “magna cum laude”, მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი (Magistra Legum);
2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2012 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2015-2016 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2004 წლიდან 2017 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2004 წლიდან 2017 წლამდე გავლილი აქვს მრავალი სემინარი და ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სხვა სამართლებრივ თემატიკებზე.
2017 წლის ოქტომბერში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ, Deutsche Stiftung fuer Internationale Rechtliche Zusammenarbeit, e. V.) დაფინანსებით გაიარა კურსი გერმანიის ქალაქ ტრიერის სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიების მოსამართლეებთან, პროცესის მართვისა და პრაქტიკული სასამართლო საქმისწარმოების აქტუალურ საკითხებზე.
2018 წლის ივნისში, USAID/PROLOG-ის დაფინანსებით მივლინებული იყო ნევადას შტატის ქალაქ რენოში მდებარე მოსამართლეთა ეროვნულ სკოლაში(The National Judicial College), სადაც გაიარასწავლება თემაზე „ლიდერობა მოსამართლეთათვის“.
არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
2004 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი.
2004-2005 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი სამოქალაქო საქმეებზე.
2005-2006 წლებში იყო ლექტორი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა ლექციების კურსს გერმანულ ენაზე ევროპის სამართალსა და სახელშეკრულებო სამართალში.
2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, იყო საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრი და კოორდინატორი.
2006 წელს იყო ადვოკატი მთაწმინდის ადვოკატურაში.
2006-2008 წლებში მუშაობდა უფროს იურისტად იურიდიულ კომპანიაში „გლაზბერგი და პარტნიორი ადვოკატები“.
2013 - 2016 წლებში იყო შპს „მედინტორგის“ იურისტი და დირექტორი.
2012-2017 წლებში იყო იურიდიული ფირმა „Lexpert Group”-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.