ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვახტანგ მრელაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1970 წლის 16 მარტს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში.

განათლება

1987 წელს დაამთავრა სოფელ იყალთოს საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

დამატებითი ინფორმაცია

1988-1090 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, საბჭოთა არმიაში.

1997-2005 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის რაიონული განყოფილების გამომძიებლად.

2005-2006 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროს გამომძიებლად.

2006-2007 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე.

2007-2008 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2008-2009 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლად.

2009-2011 წლებში იყო ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2011 წელს (მარტიდან-ოქტომბრამდე) ასრულებდა ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

2011-2014 წლებში იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2014-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის მაისიდან დანიშნულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.