პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 22 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა თბილისის N 162 საშუალო სკოლა.
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1999-2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო კათედრის ასპირანტურაში, სამოქალაქო სამართლის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
2000-2005 წლებში მუშაობდა სსიპ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის იურიდიულ განყოფილებაში მთავარ სპეციალისტად, შედგომ იურიდიული განყოფილების უფროსად.
2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების მთავარ მრჩევლად.
2006-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2010 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.