პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 10 მაისს ქ. თბილისში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა თბილისის N 174 საშუალო სკოლა.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2005 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივნად.
2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოში მრჩევლად.
2012 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე იყო გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყვარლის მუნიციპალიტეტში.
2012-2019 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2017-2019 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.