პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1976 წლის 6 აგვისტოს ქ. ქუთაისში.
განათლება
1993 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 7 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2004 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად.
2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან ტანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.