ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელენე გოგუაძე

ელენე გოგუაძე

ელენე გოგუაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 2 მარტს ქ. თბილისში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა თბილისის N 123 საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2002 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა სამთვიანი სასწავლო პროგრამა და ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1995-1999 წლებში მუშაობდა ნარკოლოგიურ ინსტიტუტში კადრების სამსახურის ინსპექტორად.

1999 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში სხდომის მდივნად.

2000 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში საგამოძიებო კოლეგიის სხდომის მდივნად, ხოლო 2004 წლიდან ამავე კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2006 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2014-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2015 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის მარტიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.