ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკა არეშიძე

ეკა არეშიძე

ეკა არეშიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 29 მარტს ქ. ოზურგეთში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ "იბერიის" სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2014-2015 წლებში დაასრულა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა.

ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს ადვოკატურის საერთო ტესტირება.

სამუშაო გამოცდილება

1997-2005 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქ. რუსთავის ადვოკატურაში ადვოკატად. შემდგომ იყო "იურიდიული ბიურო – გ. დავითაშვილი" ამხანაგობის წევრი.

2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2012 წლიდან იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სპეციალიზებული მოსამართლე.

2016-2017 წლებში იყო მიწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში. ასევე, 2017 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სტაჟირების კოორდინატორი.

2016 წლის თებერვიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ახალი ვადით.

2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.