ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე ცისკარიძე

ეკატერინე ცისკარიძე

ეკატერინე ცისკარიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1974 წლის 23 ივნისს ქ. სამტრედიაში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 157 საშუალო სკოლა.

1997 წელსს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების, შემდეგ კი ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტებში მრჩევლად.

2001 წელს მუშაობდა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს იურიდიულ საკითხთა სექტორში წამყვანი სპეციალისტად.

2001-2005 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო სამართლის სექტორის უფროსი.

2005 წელს მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში იურისტად.

2005-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.