ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე ყანჩელი

ეკატერინე ყანჩელი

ეკატერინე ყანჩელი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1969 წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისში.

განათლება

1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 60 საშუალო სკოლა.


1992 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1992-1995 წლებში სწავლობდა ქ. დელის ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის უნივერსიტეტში, სპეციალობით აზია-აფრიკის ისტორია.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა მსოფლიო ისტორიის სპეციალობით.

1995 წელს დაიცვა დისერტაცია, მინიჭებული აქვს ისტორიის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1995-2005 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის აზია-აფრიკის კათედრაზე მასწავლებლად.

1996-1997 წლებში პარალელურა მუშაობდა ''ბანკი კრედიტის'' იურისკონსულტად.

1997-2001 წლებში მუშაობდა კომპანია ''მარშალის'' იურისტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ცენტრში იურისტად.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმა "ამირანაშვილი, გოგიშვილი და შენგელია" იურისტად.

2005-2006 წლებში იყო სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებით მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

2006-2009 წლებში იყო გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009-2015 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში (გაგრის საქალაქო და გუდაუთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო).

2016-2019 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.