ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე პართენიშვილი

ეკატერინე პართენიშვილი

ეკატერინე პართენიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 29 იანვარს ქ. თელავში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის N 16 საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებო კოლეჯის ჰუმანიტარული განყოფილება.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს მომხმარებელთა კავშირში იურიდიული ცენტრის კონსულტანტად.

2001-2002 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2002 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე მუშაობდა შპს ''სამართალში'' იურისტად.

2002-2003 წლებში მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2004 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოში სპეციალისტად.

2004-2006 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2019 წლებში იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან ივლისამდე იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივლისიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.