ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე მაღრაძე

ეკატერინე მაღრაძე

ეკატერინე მაღრაძე

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 2 დეკემბერს

განათლება

2006 წელს დაამთავრა სასულიერო გიმნაზია

2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი  და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია

2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის მაგისტრატურა და მინიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

2012 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2020 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცით.

2020-2021 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2009-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი 

2010 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი

2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სამოქალაქო საქმეთა სექტორის სპეციალისტი

2011-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროს სხდომის მდივანი

2014-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე

2019-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე

2022 წლის მარტიდან არის ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში

2025 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.