ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ეკატერინე კულულაშვილი

ეკატერინე კულულაშვილი

ეკატერინე კულულაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1980 წლის 3 მაისს ქალაქ თელავში.

განათლება

2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ–ტექნიკურ ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის განხრით.

2002 წელს გაიარა ტრენინგი საქართველოს განათლების სამინისტროს საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში თემაზე ბავშვის უფლებათა კონვენცია.

2003-2004 წლებში სამოსამართლო სწავლების ცენტრში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კომპლექსური სასწავლო კურსი.

2009-2014 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები: ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დაცვისა და დავის გადაწყვეტის ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი თბილისის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში თემაზე - საქართველოს სააპელაციო დაცვა ზეპირი და წერილობითი არგუმენტების გამოყენებით; ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში, თემა - სასამართლო განაჩენთა და სხვა გადაწყვეტილებათა დასაბუთება; გერმანიის სასამართლო სტრუქტურა და მათი მუშაობის ძირითადი პრინციპები (ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში); მონაწილეობა მიიღო სემინარში თემაზე - პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები.

2010-2013 წელს გაიარა ტრენინგი თემაზე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოსამართლეთა თანაშემწეებისა და სხდომის მდივნებისათვის.

2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2014 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2002-2004 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ასევე მუშაობდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი.

2006-2013 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწედ.

2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად.

2014-2015 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2015-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016-2020 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020-2021 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.

2021 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე იყო ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.