პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1971 წლის 7 დეკემბერს ქალაქ თბილისში
განათლება
1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტი (მეორადი განყოფილება) ინგლისური ენის სპეციალობით
1994 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით
არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით
არის რამოდენიმე პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი, წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი
სამუშაო გამოცდილება
1993-1994 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტი
1993-1997 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი
1994-1996 წლებში იყო საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი
1996-1997 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი
1997 წელს იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი
1997-1998 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე
1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი
1999 წელს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
1999-2006 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი
2009-2013 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ამავე კომისიის თავმჯდომარე, პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე
2012 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი
2012 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, 2011 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პედაგოგი
2012-2014 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
2014 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი
2006-2015 წლებში იყო სპს იურიდიული ფირმა ,,გაბრიჩიძე და კომპანიას“ ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით
2015 წლის მარტიდან ივნისამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი
2015 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე
2017-2020 წლებში იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი