პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1977 წლის 6 თებერვალს ქალაქ ონში.
განათლება
1998 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტთან არსებული თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1995-1999 წლებში მუშაობდა ნაძალადევის რაიონის სასამართლოში სპეციალისტად (თარჯიმანი).
1999-2005 წლებში მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2009 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მარნეულის რაიონულ სასამართლოში.
2009-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში.
2012-2013 წლებში იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში.
2013-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.