ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების პრეზენტაცია

08 ივნისი 2018

ევროპის საბჭოს პროექტის- "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ორგანიზებით, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების პრეზენტაცია გაიმართა. საუბარია 20-მდე რეკომენდაციაზე, რომელიც სასამართლო სისტემის მუშაობას და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი. შეხვედრა, რომელსაც მესამე სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ, დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.