პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თბილისში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა თბილისის N 126 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
1999-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2006-2008 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2008-2011 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში.
2011 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2012 წელს მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2017 წლის მაისიდან არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.