ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიანა ბერეკაშვილი

დიანა ბერეკაშვილი

დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1971 წლის 23 აგვისტოს ქ. ქუთაისში.

განათლება

1988 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 17 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-1997 წელს სტაჟირება გაიარა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში.

1999 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

სამუშაო გამოცდილება

1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში წამყვან სპეციალისტად.

2000-2002 წლებში მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

2000-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარებისა და იურიდიული გადათლების ხელშეწყობის პროექტში.

2002-2003 წლებში მუშაობდა კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების კათედრის ლექტორად.

2002-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველი არხისა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრის პროექტში: "მე, შენ და კანონი" იურისტ-ექსპერტად და გადაცემის წამყვანად.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოს პირველი არხისა და USAID პროექტში გადაცემის "თქვენი უფლებების" და"სოციალური დაცვის ალიანსის" წამყვანად და იურისტ-ექსპერტად.

2005-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2007 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.

2011 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ტრენერი.

2012 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.