პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1992 წლის 25 აგვისტოს ქ. თბილისში
განათლება
2010 წელს დაამთავრა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი.
2014 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2017 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2014 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2019 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2018 წლის ნოემბერში მონაწილეობდა დანაშაულის პრობლემებზე მომუშავე ევროპული კომიტეტის (CDPC) რიგით 75-ე კონფერენციაში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა).
2020 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ევროპის პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) რიგით მე-15 დასკვნის შემუშავებაში (ქ. სტრასბურგი, საფრანგეთის რესპუბლიკა).
2022 წლის სექტემბერში მონაწილეობდა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) რიგით 27-ე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებაში (ქ. თბილისი, საქართველო).
2022 წლის დეკემბერში იყო საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი თემაზე ,,კორუფციით მიღებული შემოსავლის ამოღების თაობაზე ექსპერტთა საერთაშორისო ფორუმი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ (ქ. ტაშკენტი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ინიციატორი - გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC).
2015-2023 წლებში გაიარა შემდეგი ტრეინინგები: სამართლიანი სასამართლოს სტანდარტები, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები, სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა, ანტი-დისრკიმინაცია, აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, წინასასამართლო გამოძიება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სიძულვილის ენა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, გამოკითხვის ტექნიკა.
2022-2023 წლებში გაიარა ტრენერთა ტრეინინგი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე (ევროპის საბჭო).
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2015 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორი.
2015-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორი.
2016 წელს იყო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2016-2018 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი.
2018-2023 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის (შემდგომში საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი
2024 წლის დეკემბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე, 3 წლის ვადით.