პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა თბილისის N 182 საშუალო სკოლა.
2011 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს დ. აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2003 წელს გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2005 წელსა და 2013 წელს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
1999-2004 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ფონდში ”აიდიო”, იურისტის თანმდებობაზე.
არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.
2004-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად იურიდიულ ფირმაში ”საქართველოს კანონი”. პარალელურად, იმავე წლებში მუშაობდა შპს ”პროფკურორტში" იურისტად.
2005-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2009-2016 წლებში იყო კერძო აღმასრულებელი.
2016-2019 წლებში იყო გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.