ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დასრულდა გასაუბრება დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე

17 ნოემბერი 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასრულდა გასაუბრება დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დარეგისტრირებულ კონკურსანტებთან.

დარეგისტრირებული 46  კონკურსანტიდან, გასაუბრებაზე 18 გამოცხადდა. საბჭოს წევრებმა თითოეული კანდიდატისგან მოისმინეს მოსაზრებები და ხედვები დამოუკიდებელი ინსპექტორის როლთან დაკავშირებით.

დამოუკიდებელ ინსპექტორს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სრული შემადგენლობის უმრავლესობით,  კენჭისყრის შედეგად აირჩევენ.

კენჭისყრა 20 ნოემბერს გაიმართება.