პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 1 იანვარს.
განათლება
1999 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანის საშუალო სკოლა.
2004 წელს დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2001-2002 წელს გაიარა გადამზადების კურსები საქართველოს შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო ინსტიტუტის ბათუმის ფაკულტეტზე, პროფილით მცირე ბიზნესი, პერსონალური კომპიუტერის ოპერატორი.
2005 წელს ჩააბარა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.
2016-2017 წლებში იყო სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2000-2005 წლებში მუშაობდა ქ.ბათუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს კანცელარიის საქმისმწარმოებლად.
2005-2010 წლებში მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანად.
2010-2018 წლებში მუშაობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწედ.
2018 წლის იანვრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.