გამოქვეყნებულია: 25/01/2016
2016 წლის 1თებერვალს, 12:00 საათზე მართლმსაჯულების სახლში (მის.: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19) ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XVI რიგგარეშე კონფერენცია. მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე. (იხილეთ დღის წესრიგი)
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (29 იანვარს, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილებისქ. №32.
საკონტაქტო პირები:
გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50;
ნოდარ ბერიძე - nodari.beridze@supremecourt.ge; ტელ: 577 14 99 59